დეკორი ძველი ჭურჭლიდან: კრეატიული იდეების ნაკრები

ზოგჯერ გვიჭირს ძველ, გამოუსადეგარ ნივთებთან დამშვიდობება, რადგან მათ თბილი მოგონებები უკავშირდება. ეს ეხება სერვიზსაც, რომელსაც ბევრი ადამიანი წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე იყენებს. რა გავაკეთოთ, რომ სახლი ხარახურით არ გაივსოს? რა თქმა უნდა, სამახსოვრო ნივთების გადაყრა არ ღირს. მათ ახალი სიცოცხლე შთაბერეთ. მაგალითად, Novate უსარგებლო ჭურჭლის მაგალითზე გაჩვენებთ, რომ ამის გაკეთება მარტივია. ფანტაზია ჩართეთ და ძველი ჭურჭლიდან იდეალური დეკორის გაკეთებას შეძლებთ, თან ძვირფას ნივთს შეინარჩუნებთ.

დაფიქრდით, სახლის რომელი ოთახის გაფორმება გსურთ? იქნება სამზარეულოში ინტერიერის ლამაზი ნივთის დამატება გსურთ ან მისაღებ ოთახში კედლის გარდაქმნა? აქედან გამომდინარე შეარჩიეთ შესაფერისი დეკორი, რომელიც უსარგებლო ჭურჭლიდან თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. მომზადებას შეუდექით.

დეკორი ძველი ჭურჭლიდან: ახალი იდეები

უჩვეულო სასანთლე

ლამაზი ფინჯნები, რომელთაც აღარ იყენებთ, მაგრამ გადაყრაც გენანებათ, ორიგინალურ სასანთლედ გადააკეთეთ. ასე სამახსოვრო სერვიზთან დამშვიდობება არ მოგიწევთ. სახლში ინტერიერის ლამაზი ელემენტი გამოჩნდება.

ორიგინალური კავები

ძველი კოვზი და ჩანგალი სახლში სიმყუდროვის შესაქმნელ მასალად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მისგან პირსახოცების კავების გაკეთება იდეალური გადაწყვეტილებაა. დანა–ჩანგალი სამზარეულოში ჰარმონიულად გამოიყურება.

უნიკალური სანათი

უსარგებლო ღრმა თეფშიდან ან ძველი ფაიფურის ფინჯნიდან ნამდვილი სასწაული შეგიძლიათ გააკეთოთ! რა თქმა უნდა, ცოტა გარჯა მოგიწევთ, მაგრამ უნიკალურ სანათს მიიღებთ. როგორც მაგიდის, ასევე დასაკიდი შეიძლება იყოს. ასეთი უჩვეულო სანათი სახლს სიმყუდროვეს და სინათლეს შემატებს.

საყვარელი ყვავილის ქოთნები

სერვიზი, რომელიც თაროზე იმტვერება, საინტერესოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ფინჯანი ან ღრმა თეფში ყვავილების ქოთნად გამოიყენეთ. ძალიან ლამაზი გამოვა! ამ ამოცანისთვის უიაფესი ბოკალებიც გამოგადგებათ.

დეკორის განუმეორებელი ელემენტების შექმნა საინტერესო პროცესია, რომელშიც მთელი ოჯახი შეგიძლიათ ჩართოთ. გაქვთ უსარგებლო ჭურჭელი სახლში? დროა რაღაც ახალ და ორიგინალურად აქციოთ!