
გაზბეტონის გარე კედლის გასაფორმებლად ბათქაშით შელესვა ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილებაა. Novate ამის სწორად გაკეთებას გასწავლით.
როდის შევლესოთ ბათქაშით გაზბეტონის ფასადი?
გაზბეტონის ფასადი ბოლოს უნდა გალესოთ, როცა სრულად დაასრულებთ სველ შიდა სამუშაოებს, როგორიცაა პრაიმერის წასმა, მობათქაშება, შეფითხნა, იატაკის მოჭიმვა. გაზბეტონის კედელში ტენის ჩაკეტვა არ შეიძლება, რადგან გაყინვისას კედლის მასალა დაზიანდება. სახლი მინიმუმ 1 წელი მაინც უნდა იდგეს.
რომელი ნარევით შევლესოთ გაზბეტონის ფასადი
გაზბეტონის შესალესად ნარევის შემადგენლობის მოთხოვნები:
- მაღალი ორთქლგამტარობა – 0,17-0,2 (აუცილებლად გაზბლოკზე უფრო მაღალი)
- ბათქაშის ხაზოვანი გაფართოება გაზბეტონთან ახლოს უნდა იყოს;
- ადჰეზია მინიმუმ 0,5 მპა;
- ყინვამედეგობა 50 ციკლიდან;
- გაშრობის შემდეგ მცირე დაჯდომა;
- ბზარების მიმართ გამძლეობა;
ოპტიმალური ვარიანტი – სპეციალური კირი–ცემენტის ნარევი გაზბეტონის ფასადისთვის. უხეში ცემენტის ნარევი არ გამოიყენოთ. მოძრავ კედელზე ბათქაშზე ბზარები ჩნდება და ფენებად იშლება.
როგორ წავუსვათ ბათქაში ფასადს სწორად?
თავად პროცესი ასე გამოიყურება:
- კედლების მომზადება, გასწორება და დეფექტების აღმოფხვრა;
- ორი ფენა პრაიმერის წასმა ღრმა შეღწევადობის შემადგენლობით (გაზბეტონი უფრო მეტ პრაიმერს შთანთქავს, ამიტომ ორი ფენა აუცილებელი მოთხოვნაა);
- პირველი შავი ფენის წასმა;
- დაკბილული საგლუვით პირველი ფენის „დავარცხნა“;
- საგლუვით პირველ ფენაში არმატურის ბადის ჩასმა.
- არმატურის ბადის რიგების მონტაჟი 100 მმ გადადებით;
- შავი არმატურის ფენის გაშრობის შემდეგ მეორე, გამათანაბრებლის გადასმა.
ამის შემდეგ მოპირკეთება თქვენი სურვილით ხორციელდება. შეგიძლიათ პრაიმერი წაუსვათ და შეღებოთ ან დეკორატიული (ფერადი) ბათქაშის ფენა გადაუსვათ.
რა უპირატესობა აქვს ბათქაშით შელესილ ფასადს?
ბათქაში ფასადის გასაფორმებლად ერთ–ერთი ბიუჯეტური გადაწყვეტილებაა. ასე სახლი სითბოს დაკარგვისგან (30%–მდე) დამატებით დაცულია, ხმის იზოლაცია იზრდება, სველი ნალექისა და ტემპერატურის ცვლილებებისგან დაცულია, რაც მთავარია, ესთეტიკურად ლამაზია.