
რამდენიმე ჰექტარზეც ბევრი რამის მოთავსება შეიძლება: ბოსტანი, ბაღი, ყვავილნარი გაზონით. ამისთვის მიწის ნაკვეთი სწორად უნდა გაანაწილოთ და ნერგები წესების მიხედვით განათავსოთ. მაგალითად, კლუმბების ბორდიური: ლამაზი და სასარგებლოა.
როგორც წესი, ბაღის ბორდიური 20–35 სმ სიგანის ზოლია, სადაც ერთი სახეობის მცენარე მჭიდროდ დარგულია. Novate ერთდროულად რამდენიმე მრავალწლიანი მცენარის დარგვას გირჩევთ: ასე მოვლის დროს შეამცირებთ. ბორდიურის ბაზად თამამად შეგიძლიათ აირჩიოთ ყვავილები, მარცვლეული, ბალახი ან დაბალი ბუჩქი.
რა საჭიროა კლუმბების ბორდიური
ბოლო წლებში სურნელოვანი ბალახების ბორდიური განსაკუთრებით პოპულარულია. ასეთი ბორდიური რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:
- ნარგავებს აცალკევებს და ალაგებს;
- სარეველების აღმონაცენებს ახრჩობს;
- ყვავილებს მომგებიანად ჩრდილავს;
- კულტურებს ყინვისა და ქარისგან იცავს;
- ლოქორებისთვის დაბრკოლებაა;
- კულინარიული და სამკურნალო ნარევისთვის ნედლეულია;
- მავნებელ მწერებს ძლიერი სუნით აფრთხობს;
რომელი ბალახები გამოგადგებათ ბაღის ბორდიურისთვის
სასარგებლო ბალახების უმეტესობა უპრობლემოდ მხოლოდ სამხრეთ რეგიონებში იზრდება. არსებობს გამძლე ბალახებიც, რომლებიც მაშინაც შეგიძლიათ გაზარდოთ, თუ კლიმატი ხელს არ გიწყობთ.
რეჰანი
რეჰანი ნერგის მისაღებად აპრილში დათესეთ, ხოლო ღია ნაკვეთზე არა უადრეს ივნისში გადაიტანეთ, რადგან სიცივეს ვერ იტანს. ღრუბლიან ამინდში ან საღამოს დარგეთ და თბილი წყლით მორწყეთ. რეჰანის ბუჩქებს შორის 15–20 სმ დაშორება დატოვეთ.
ჩვეულებრივი თავშავა
მრავალწლიანი თავშავა დამწყები მებაღეებისთვის იდეალურია. მცენარე უპრეტენზიოა და მხოლოდ 2 რამ სჭირდება: მზიანი ნაკვეთი და ადგილი, სადაც წყალი არ გუბდება. პირველ წელს ხშირად გამარგვლა სჭირდება. შემდეგ წლებში ისე იზრდება, რომ სარეველები გაძვრომას ვერ ახერხებენ. დათესვით ან ბუჩქის დაყოფით შეგიძლიათ გაამრავლოთ. ნერგისთვის თესლი მარტში დათესეთ, ხოლო გარეთ მაისის ბოლოს გადარგეთ.
ლავანდა
პრეტენზიული ლავანდის თესლი ცუდად ღვივდება, ნერგიც საკმაოდ ნელა იზრდება. სწორედ ამიტომ, მცენარე გადანაწვენით ან კალმებით გაამრავლეთ. ზომიერად მორწყეთ. მიწის მულჩირება არ დაგავიწყდეთ. ლავანდას რეგულარულად მიწის გაფხვიერება სჭირდება. მძიმე ნესტიან მიწაში გაზრდა გაუჭირდება, ამიტომ ყველას არ გამოადგება. თუ მიწა საშუალებას გაძლევთ და ლავანდის ბორდიურის მოსავლელად დრო გაქვთ, დარგვა ღირს! თქვენს და თქვენი სტუმრების გულს სილამაზით და დახვეწილი არომატით ნამდვილად დაიპყრობს.
ბეგქონდარა
ბეგქონდარას ბევრი სახეობა არსებობს და თითოეული თავისებურად კარგია. სახეობის მიხედვით 25 სმ სიმაღლეს აღწევს, შეიძლება იყოს მცოცავი, ფერადი ან დამახასიათებელი სუნის მქონე. ბეგქონდარა კალმებით, ბუჩქების დაყოფით ან თესლით მრავლდება. სასუქის და ხშირი მორწყვის მიმართ მომთხოვნი არაა. ზამთარს ადვილად იტანს. ბეგქონდარა წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა გასხლათ.
ტარხუნა
ტარხუნა კალმებით და ბუჩქების დაყოფით მრავლდება. თესლი ნაადრევ გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომას თოვლის ქვეშ უნდა დათესოთ. მინიმალური მოვლა სჭირდება, სიცხეში მორწყვა და სეზონზე ერთხელ ძროხის ნაკელით გამოკვება. ტარხუნას მსუბუქი მიწა უყვარს, ხშირად გააფხვიერეთ და მულჩით დაფარეთ. გაითვალისწინეთ, რომ მცენარე საკმაოდ მაღალია, ამიტომ ბორდიურად ყველას არ გამოადგება.
და ბოლოს: ბალახების ბორდიური ძალიან ფართო არ გააკეთოთ. ასე მცენარეების მოვლაში ხელს შეგიშლით. პირველ თვეებში ბალახებს კარგად გასაზრდელად ბევრი მზე სჭირდება. მიწა ცოტა წყლით, მაგრამ ხშირად მორწყეთ, არ გააშროთ.