ხრიკები, როგორ გემსახუროთ ნეილონის კოლგოტები დიდხანს და არ გაიხეს

იდეალური გარეგნობა ქალის წარმატების და თვითშეფასების მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველა ქალს სურს, რომ მის გეგმას ხელს არაფერი უშლიდეს, მით უფრო ისეთი წვრილმანი, როგორიცაა კოლგოტი. სამწუხაროდ, გახეული კოლგოტი დისკომფორტის და უხერხული სიტუაციის მიზეზი ხშირად ხდება. Novate გასწავლით, როგორ შეცვალოთ ვითარება!

როგორი მაცდურიც არ უნდა იყოს რეკლამა, არ არსებობს კოლგოტი, რომლის ხარისხიც უდავოა. ფერის და სტილის მრავალფეროვნების მიუხედავად ცერა თითთან კოლგოტის გახვრეტისგან დაზღვეული არავიაა. გიზიარებთ ხრიკებს, რომელთა დახმარებით კოლგოტს გააძლიერებთ!

1. თქვენი ზომა

თვალსაჩინო ხრიკი, რომელიც ბევრს სასაცილოდ შეიძლება მოეჩვენოს. ქალები ხშირად ერთი ზომით პატარა კოლგოტს ყიდულობენ, რომ ფეხებზე უფრო მჭიდროდ მოერგოთ და მოხდენილობის ეფექტი შექმნას. თითოეული შეფუთვის უკანა მხარეს ზომების ცხრილია. მისი სწორად გამოყენება მნიშვნელოვანია! თუ თქვენი პარამეტრები არც ერთ ზომას არ შეესაბამება, არამედ გზაჯვარედინზეა, დიდი ზომა აირჩიეთ. ასე ქსოვილი ზედმეტად არ გაიწელება, ანუ გახევის შანსი ნაკლებია.

2. ლაქი არა მხოლოდ თმისთვის

კოლგოტი ჩაიცვით და 20-25 სმ დაშორებაზე, დიდი სველი ლაქები რომ არ დარჩეს, თმის დასავარცხნი საშუალება შეისხურეთ იმ ადგილას, სადაც გახვრეტის დიდი ალბათობაა. რა თქმა უნდა, რეცხვის შემდეგ კოლგოტზე ლაქით მანიპულაცია უნდა გაიმეოროთ.

ფრჩხილის ლაქიც გამოგადგებათ. კოლგოტს ცერა თითის ადგილზე ან იქ, სადაც უკვე პატარა ნახვრეტია, უფერო ლაქი წაუსვით. ორივე ლაქი კოლგოტის ბოჭკოებს აწებებს და ცოტა ხნით უსიამოვნებისგან დაგიცავთ.

3. ხარკი მოდას თუ პრაქტიკულობას?

დღეს მწარმოებლები გვთავაზობენ კოლგოტებს თხელი წვერით ან მის გარეშე (ასეთი კოლგოტი სანდლებზე შეგიძლიათ ჩაიცვათ). თხელი წვერი პირველივე დღეს ნახვრეტის გაჩენის მიზეზი ხშირად ხდება. უპირატესობა სქელწვერიან კოლგოტს მიანიჭეთ. ნაკერი თითების შუაში ჰორიზონტალურად უნდა იყოს. ეს ქსოვილის და ფეხსაცმელთან ზედმეტ ხახუნს ხელს უშლის.

4. პედიკური

ფრჩხილების სიგრძის რეგულირება არ დაგავიწყდეთ. კოლგოტი დიდხანს მთელი რომ დარჩეს, ფრჩხილები მაქსიმალურად დაიმოკლეთ, ხოლო ფრჩხილის ფირფიტა გაიქლიბეთ. ყოველდღიურ მოვლაში ჩართეთ ფეხის კრემი 10-20% შარდოვანის შემცველობით.

5. ტენიანობა და ყინვა

საინტერესო მეთოდი, რომლის დახმარებით პრეტენზიული ნივთი უფრო ელასტიური და გამძლე გახდება. ჩაუცმელი კოლგოტი დაასველეთ, პარკში ჩადეთ და საყინულეში მთელი ღამით შეინახეთ. დილით საყინულიდან გამოიღეთ და გალღობა აცადეთ. როგორც კი, გაშრება, თამამად ჩაიცვით!

6. პლასტირი

ცერა თითის ფრჩხილზე პლასტირი დაიკარით და კოლგოტის დაზიანებას თავიდან აიცილებთ. თუ პლასტირი არ გაქვთ, ბამბა შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ ბამბა ფრჩხილზე დაიდეთ და კოლგოტი ჩაიცვით.

7. ორმაგი დაცვა

თუ კოლგოტი ჩექმას ან ყელიან ფეხსაცმელს უნდა შეუხამოთ, კოლგოტზე წინდების ჩაცმა არ დაგავიწყდეთ. ასე კოლგოტსა და უხეშ ფეხსაცმელს შორის ბარიერს შექმნით და ნეილონის ნაწარმის „მსახურობის“ ვადას გაზრდით.

8. ისევ ფეხსაცმლის შესახებ

ბოლო დროს პოდოლოგების მომსახურება პოპულარული გახდა. საქმე იმაშია, რომ ხალხი ხშირად მოუხერხებელ ფეხსაცმელს ატარებს: ვიწრო, პატარა. „მერე რა, უკვე მივეჩვიე!“. ასეთი ფეხსაცმელი კოლგოტს ცვეთს და ფეხის პრობლემებსაც იწვევს. არა მხოლოდ ახალი ნივთის ყიდვა, არამედ მკურნალობა მოგიწევთ. ყურადღებით იყავით!

ნეილონის კოლგოტებზე პატარა ნახვრეტები შეგიძლიათ გაკეროთ, რომ უფრო დიდზე არ გაიხეს. დროა, ნივთის გონივრულ მოხმარებაზე დაფიქრდეთ. მენდეთ, სასიამოვნოა. დროული შეკეთება, ხარისხზე უპირატესობის მინიჭება და გამოცდილი ხრიკების დაცვა თქვენი წარმატებულის დღის ნაწილია.