8 ინოვაციური შენობა, რომელიც ნამდვილად 3D პრინტერით დაბეჭდილია

თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრი პროცესის საფუძველი ხდება და ინოვაციურ დანერგვას მშენებლობა არ ჩამორჩა. 3D პრინტერით დაბეჭდილი შენობები, რომლებშიც ულტრათანამედროვე ან ხელმისაწვდომი მასალებია გამოყენებული, განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ამ მიმართულების განვითარებით, სამშენებლო ინდუსტრიას უკვე ახლა უცნაური ობიექტების შექმნა შეუძლია, თან ჩაბარების ვადის შემცირება, მასალებისა და ადამიანური რესურსების დაზოგვა.

1. Gaia House 3D ბეჭდვის ტექნოლოგიების WASP გამოყენებით

უჩვეულო სახლი Gaia House (ბერძნულიდან „მიწის სახლი“) მასა ლომბარდის (იტალია) გარეუბანში გამოჩნდა. ეს შენობა კომპანია WASP–ის მიერ შემუშავებული 3D ბეჭდვის შესაძლებლობებს აჩვენებს. უფრო ზუსტად, მოდულური პრინტერის Crane Wasp–ის შესაძლებლობებს, რომელსაც უბრალო მიწიდან, ბრინჯის ქერქისგან, თიხისგან და წყლისგან კედლების შექმნა შეუძლია. მისთვის შენობის ზომები, კონფიგურაცია შეზღუდული არაა. მთავარია, რომ პარამეტრები სწორად შეიყვანოთ და დაუღალავი თანაშემწე მშენებლების მთელ გუნდს ჩაანაცვლებს.

ექსპერიმენტული ობიექტის ფართობი 30მ²–ია და მზა სახლს წარმოადგენს, რომელსაც არ სჭირდება შიდა ან გარე მოპირკეთება, ასევე გათბობის სისტემა, თუ მინიმუმ სუბტროპიკულ კლიმატურ ზონაშია ააშენებთ. ბოლო მტკიცებულება ეფუძნება ფაქტს, რომ კედლები ნატურალური მასალებისგან დამზადებულია და ჰაერის მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად საკმარისი სიცარიელე აქვს. ასეთი შენობის ერთადერთი ნაკლოვანება მისი არახანგამძლეობაა, ამიტომ დეველოპერი გირჩევთ, რომ ტექნიკურად სახლს სწორად და დროულად მოუაროთ.

2. ყველგანმავალი 3D დაბეჭდილი სახლი Prvok ჩეხი დეველოპერისგან

თანამედროვე ხალხს მდიდრული სასახლით, მიწისქვეშა ვილით და მცურავი სახლით ვერ გააოცებთ. ჩეხმა დეველოპერებმა არქიტექტორ მიხაილ ტრპაკის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს უნივერსალური 3D მეთოდით დაბეჭდილი ინოვაციური სახლის პროექტი, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ დადგათ. სახლის, რომელსაც  Prvok ან Protozoon უწოდეს, კონსტრუქცია საშუალებას გაძლევთ, რომ გზაზე წაიღოთ, თუ მობილური ვარიანტია. ასევე შეგიძლიათ აგარაკზე/ბუნების წიაღში და პონტონურ პლატფორმაზე დაამონტაჟოთ.

საინტერესო ფაქტი: პროექტის მთავარი მახასიათებელი ბეჭდვის მასალაა, რომელსაც სპეციალისტების ჯგუფი ემპირიულად ქმნის. ინოვაციური ნარევი 28 დღეში ულტრაგამძლე მასალად იქცევა, რომელიც გიგანტური ხიდების საყრდენებს არ ჩამოუვარდება. ამის მიუხედავად დემონტაჟისას ნაგავი არ ხდება. მასალა მშენებლობაში ხელმეორედ შეგიძლიათ გამოიყენოთ. 28 დღეში ინოვაციური ბეტონი სრულად მკვრივდება, ხოლო 43 მ² ფართობის სახლი მხოლოდ 48 საათში შეგიძლიათ დაბეჭდოთ.

3. 3D დაბეჭდილი სახლი მოსკოვში (რუსეთი)

2016 წლის დეკემბერში ბოსტონური სტარტაპის Apis Cor სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ინოვაციური სახლის მშენებლობა დაიწყო. ეს ერთ–ერთი იმ პროექტთაგანია, რომელიც მთლიანად ადგილზე გაკეთდა, ქარხანაში დაბეჭდილი დეტალების გამოკლებით.

აღსანიშნავია: განცხადების თანახმად, ობიექტის შექმნას 20 საათი სჭირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი სახლში დასახლებას 1 დღეში შეძლებს.

რეკლამირებული დრო პრინტერის მუშაობის საერთო დროა, რომელიც სხვადასხვა დღეს თვითდამჭერ კედლებს, ტიხრებს და გარემომცველ კონსტრუქციებს ბეჭდავდა. საძირკვლის ჩასხმის დროც არ უნდა გამოგრჩეთ, თუნდაც ეს ბეტონის ფილა იყოს. ასევე იატაკის და სახურავის შექმნა, ფანჯრების და კარების ჩასმა, მასალის გამაგრების დრო. ამ პროექტში გამოიყენეს ფიბრობეტონი, რომელსაც მუშაობისას გარკვეული ტემპერატურული შეზღუდვები აქვს, მაგრამ სრული გამაგრების შემდეგ მინუს 35 გრადუს ყინვას უძლებს. აღსანიშნავია, რომ 37მ² ფართობის 2017 წლის თებერვალში მზად იყო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინოვაციურ სახლში სწრაფად დასახლების იმედი არ უნდა გქონდეთ.

4. 3D დაბეჭდილი ლუქსი ფილიპინების სასტუმროში

ფილიპინებზე, ანხელესში არის სასტუმროს კომპლექსი Grand Hotel, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია იმით, რომ მის ტერიტორიაზე მსოფლიოში პირველი 3D დაბეჭდილი ლუქს ნომერი გამოჩნდა. Novate–ს ინფორმაციით, უნიკალური სასტუმროს ნომრის შექმნაში თავად სასტუმროს მფლობელი, განათლებით ინჟინერი ლუის იაკიჩი მონაწილეობდა. ის მუშაობდა 3D ბეჭდვის სპეციალისტთან, ანდრეი რუდენკოსთან ერთად, რომელმაც ბეტონის განსაკუთრებული ნარევი შეიმუშავა. ბეტონში ადგილობრივი ქვიშა და ვულკანური ფერფლი შედის. ნარჩენების გამოყენებით ფინანსური რესურსები 60%–მდე დაზოგეს, თან ამით ობიექტის გამძლეობასა და უსაფრთხოებაზე არ იმოქმედეს.

დაბეჭდილი სასტუმროს ლუქსი გამოირჩევა ორი საოცარი ფორმით, მინის სახურავით, ორი ცალკე საძინებლით, მისაღები ოთახით და სპა სალონით საკუთარი 3D დაბეჭდილი ჰიდრომასაჟური აბაზანით. იაკიჩის თქმით, ეს ნომერი საინჟინრო სტანდარტებს სრულად შეესაბამება, რის წყალობით ლუქსი კომერციულად ფუნქციონალური და შთამბეჭდავი ობიექტია, რომელიც სასტუმროს კომპლექსის მთავარი ხიბლი გახდება.

5. მსოფლიოში უდიდესი (ამჟამად) 3D დაბეჭდილი შენობა (დუბაი, საამიროები)

ამერიკული კომპანიის Apis Cor ძალისხმევით დუბაიში გამოჩნდა 3D პრინტერით დაბეჭდილი მასშტაბური ობიექტი (641 მ² ფართობი), რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობადია. დუბაის ხელისუფლება დაინტერესებულია 3D ტექნოლოგიის წინსვლით, რომელიც არასტანდარტული ფორმის შენობის მშენებლობაზე დროს და ფულს ზოგავს (6–ჯერ!) და ყველაზე შთამბეჭდავ მეგაპოლისსაც ამშვენებს.

ახალი არქიტექტურული ობიექტის უნიკალური მომრგვალებული ფორმა ნათლად აჩვენებს დიზაინის თავისუფლებას, რომელსაც 3D ბეჭდვის ტექნოლოგია მარტივად უზრუნველყოფს. შთამბეჭდავია, რომ დიდი შენობა, რომლის სიმაღლე 9 მ–ს აჭარბებს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დაბეჭდა –ნიკიტა ჩენიუნტაიმ (Apis Cor–ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი) და სამმა თანამშრომელმა, თუ, რა თქმა უნდა, 3D პრინტერს და ამწეს არ ჩათვლით. შენობა ადგილზე დაბეჭდეს. გამოიყენეს სპეციალურად შემუშავებული ნარევი, რომელიც საამიროების რთულ კლიმატურ პირობებში რეკომენდებულია. მანქანით ბეჭდვას 500 საათი დასჭირდა, თუმცა მშენებლობის მომზადებას და მოპირკეთებას „მზა სახლის“ ჩაბარებამდე 3 წელზე მეტი დასჭირდა.

6. ადგილობრივი ნედლეულით დაბეჭდილი ეკო სახლი Tecla იტალიელი დეველოპერებისგან

კიდევ ერთი შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც იტალიურმა არქიტექტურულმა ბიურომ Mario Cucinella Architects  WASP–ის 3D ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა. ახალი ობიექტი Tecla გამოირჩევა იმით, რომ მშენებლობისას ნაგავს არ წარმოშობს და საბეჭდ „მელანში“ გამოყენებულია მხოლოდ ბუნებრივი მასალები: თიხა, დაქუცმაცებული ჩალა, ბრინჯის ქერქი და ჰიდრავლიკური კირი.

60მ² ფართობის სახლის დაბეჭდვას 200 საათი დასჭირდა. ეს დრო ბეტონის კარკასის დაბეჭდვას დასჭირდა, შემდეგ ყველა სიცარიელე „ბუნებრივი“ ხსნარით შეავსეს. აღსანიშნავია, რომ ჩაშენებული ავეჯიც დაბეჭდეს, რამაც სასტუმროს, სამზარეულო–სასადილოს, საძინებლის და სააბაზანო ოთახის ინტერიერის მოწყობის ამოცანა გაამარტივა.

7. 3D დაბეჭდილი ორსართულიანი სახლი საინჟინრო–სამშენებლო კომპანიისგან Mense-Korte

ქალაქ ბექუმში (გერმანია)1 წლის წინ გერმანული ოჯახისთვის ორსართულიანი კოტეჯის მშენებლობა დაასრულეს. ის BOD2 დანიური სისტემის 3D პრინტერით დაბეჭდეს. ჩრდილოეთ რეინ–ვესტფალის მუნიციპალიტეტიდან ბიუჯეტიდან თანხები გამოიყო ინოვაციური ინდუსტრიის გასავითარებლად, ამიტომ სახლი შეგიძლიათ საპილოტე პროექტად ჩათვალოთ, რომელიც ახალი ტექნოლოგიის უპირატესობას ნათლად წარმოაჩენს.

BOD2 პრინტერით მილების და ავეჯის დეტალების დაბეჭდვაც შეიძლება, ამიტომ მშენებლობა მაქსიმალურად დაჩქარდა. დეველოპერების მტკიცებით, ამ მოწყობილობას 1 მ² კედლის დაბეჭდვა მხოლოდ 5 წუთში შეუძლია და ეს პრაქტიკამაც აჩვენა.

8. 3D ობიექტი Lotus House ამერიკელი სტუდენტებისგან

საგამოფენო ექსპონატი Lotus House საერთაშორისო კონკურსის Solar Decathlon China 2018 ფარგლებში შეიქმნა. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ამერიკელმა სტუდენტებმა არა მხოლოდ ღონისძიების მთავარი პირობა შეასრულეს – თვითკმარი ეკოლოგიური შენობის აშენება. ახალგაზრდებმა თავად შენობის ინოვაციური მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ნარჩენებისგან თავისუფალი და ნახშირბად–ნეიტრალურია.

3D ბეჭდვის ნაწილობრივი გამოყენებით შექმნეს ეფექტური ობიექტი, რომელიც გამოირჩევა ორიგინალური ფორმით (ლოტოსის დახურულ ყვავილს ჰგავს), და ავეჯი. დეტალები აშშ–ში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მოსამზადებელ პერიოდში დაამზადეს, ხოლო თავად შენობა უკვე ჩინეთში დაბეჭდეს.