გაქვთ თუ არა ევროპული ჩაიდანი და რაშია მისი მზაკვრობა

ჯერ კიდევ 20 წლის წინ სახლებში ელექტრო ჩაიდანი არ გვქონდა. ხალხი წყალს ჩაისთვის ქურაზე მინანქრის და რკინის ჩაიდნებში ადუღებდა, ხოლო ქურის გამორთვა, სანამ ის დაიწვებოდა, ნამდვილი გამოცდა იყო. ახლა ბაზარზე ჩნდება ჩაიდნის ახალ–ახალი მოდელები სხვადასხვა სიმძლავრით, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული და დამატებითი ფუნქციებით. Novate გიამბობთ, რომელი ელექტრო ჩაიდნის ყიდვა სჯობს სახლისთვის.

რომელი ელექტრო ჩაიდანია საუკეთესო

ელექტრო ჩაიდანი თავისით ითიშება, რამაც შეუძლებელია არ გაგახაროთ. ზოგიერთი ჩაიდანი წყალს გარკვეულ ტემპერატურამდე აცხელებს და ცოტა ხნით სითბოს ინარჩუნებს. ევროპული ჩაიდანი უსაფრთხოების სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს და გამაცხელებელ ელემენტზე დადგმისთანავე არ უნდა ჩაირთოს.

ასეთ ჩაიდანს, ძირითადად, პლასტმასის, უჟანგავი ფოლადის და მინის მასალისგან ამზადებენ. თითოეულ მასალას რიგი უპირატესობა და ნაკლოვანება აქვს. აქვე გეტყვით, რომ ჩაიდანზე თანხის დაზოგვა კარგი იდეა არაა, რადგან უხარისხო ჩაიდანი ყველაზე სახიფათო ნივთია სამზარეულოში და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

პლასტმასის ჩაიდანი

მყიდველები პლასტმასის ჩაიდანს ხშირად ირჩევენ, რადგან სხვა ჩაიდნებთან შედარებით მომგებიანი ფასი აქვს. პროდუქტის წონა მცირეა, ფასი მისაღები, თან ისე დიდხანს გემსახურებათ, როგორც სხვა მასალის ჩაიდანი. ამით მისი უპირატესობა მთავრდება და მხოლოდ მინუსები იწყება.

ერთ–ერთი ბიუჯეტური ვარიანტი: ჩაიდნის კორპუსი პლასტმასისგან დამზადებულია, ხოლო ძირი ლითონის ფირფიტისგან. საფრთხე იმაშია, რომ პლასტმასი წყლის გაცხელებისას ფორმალდეჰიდს გამოყოფს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის სახიფათოა. სწორედ ამიტომ, როგორი ხარისხიანი პლასტმასიც არ უნდა იყოს, ასეთი ჩაიდნის შეძენისგან თავი შეიკავეთ.

თუ არჩევანი არ გაქვთ და პლასტმასის ჩაიდნის შეძენა გიწევთ, უცნობ მწარმოებლებს გვერდი აუარეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩაიდანი პოლიპროპილენისგან (PP მარკირება აქვს) და პოლიკარბონატისგან მზადდება. პოლიპროპილენი სახიფათოა და ასეთ მოწყობილობაში წყლის გაცხელებისას პლასტმასის დამახასიათებელი სუნი შეიძლება იგრძნოთ. პოლიკარბონატის ჩაიდანი არაფრით აღინიშნება, მაგრამ უფრო ძვირია და ნაკლებად „იაფფასიანად“ გამოიყურება, პლასტმასი უფრო ხარისხიანი და მყარია. თუ სხვა მასალის ჩაიდნის შეძენა შეგიძლიათ, ფული არ დაზოგოთ. ჯანმრთელობა უფრო ძვირია.

მინის ჩაიდანი

მინა ეკოლოგიურად  სუფთა მასალაა, რომელიც წყალთან ქიმიურ რეაქციაში არ შედის. მინის ჩაიდანი უფრო ლამაზად გამოიყურება, ხოლო ჩაის უსიამოვნო გემო არ აქვს და ჯანმრთელობას არ აზიანებს. პრობლემა იმაშია, რომ მინის ელექტრო ჩაიდანი მზადდება სხვადასხვა მასალისგან: კონტეინერი მინისაა, ხოლო გამაცხელებელი ელემენტი ლითონის, ამასთან სახურავის სახელური პლასტმასისგან შეიძლება იყოს დამზადებული.

ამრიგად, ნაწილები ერთმანეთს ეწებება და ჩაიდანში გამოყენებული დასალუქი მასალა შეიძლება ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავდეს, რომელიც წყალში შეიძლება მოხვდეს. გარდა ამისა, მინის ჩაიდანი ტემპერატურის ცვლილებებს ვერ იტანს, რთულად იწმინდება და ადვილად შეიძლება გატყდეს. ამასთან, მინის ჩაიდანი შეიძლება ძვირი ღირდეს.

ლითონის ჩაიდანი

ალუმინის ჩაიდანი, რომელიც წყალში ადამიანის ორგანიზმისთვის სახიფათო ნივთიერებას, რკინის ოქსიდს გამოყოფს. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ჩაიდანი უსაფრთხოდ ითვლება, მაგრამ იმ პირობით, რომ წყალი ჩაიდანში მაქსიმუმ 1 დღე გაჩერდება. უჟანგავი ფოლადის ჩაიდნის შეძენისას კორპუსს ყურადღება მიაქციეთ. იდეალურ პირობებში მთელი უნდა იყოს, რომ ბზარებიდან მავნე ნივთიერებები არ მოხვდეს, როგორც ეს მასალების კომბინირებისას ხდება. ასეთ ჩაიდანში მომზადებული ჩაის გემო მინის ჭურჭელზე მომზადებულ ჩაის ოდნავ ჩამორჩება.

კერამიკის ჩაიდანი

ასეთი ჩაიდნის უპირატესობა იმაშია, რომ მის კედლებზე ნაქაფი არ ჩნდება და წყლის გემო არ იცვლება. წყლის დუღილისას ჩაიდანი ხმაურს აქრობს. კერამიკის ჩაიდანი თავისი თვისებებით მინის ჩაიდანს ჰგავს, ოღონდ უფრო მძიმეა.

Novate-ს რჩევა

თუ ჩაიდნებში ვერ ერკვევით, წლის საუკეთესო ჩაიდნის რეიტინგით იხელმძღვანელეთ. ყოველწლიურად გაუმჯობესებული ვარიანტები ჩნდება, რომლებიც ჯანმრთელობისთვის უფრო უსაფრთხოა. გახსოვდეთ, რომ ჩაიდანზე თანხის დაზოგვა ნიშნავს, რომ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას გაცნობიერებულად აზიანებთ.

წყალი ადამიანისთვის აუცილებელი სასიცოცხლო რესურსია, ამიტომ სუფთა უნდა იყოს, როგორც ჩაიდანი ხარისხიანი. სამწუხაროდ, ახლა პროდუქტის ხარისხში 100%–ით დარწმუნებული ვერ იქნებით, თუნდაც დიდი თანხა გადაიხადოთ. თქვენი აზრით, რომელი ჩაიდანია საუკეთესო გემრიელი ჩაის მოსადუღებლად?