
ხის ავეჯი, იატაკი, ლამინატი და ნებისმიერი სხვა საგანი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებულია, ნაკაწრებისა და ბზარებისგან დაცული არაა. ნაკაწრები არა მხოლოდ ხის საგნის გარეგნობას აუშნოებს, არამედ ფუნქციის შესრულებაში ხელს უშლის. Novate პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე მეთოდს გიზიარებთ. მიდგომა როგორც „პროფესიონალური“, ასევე „ხალხური“ შეიძლება იყოს.
1. ბზარები სპეციალური საშუალებებით მოაშორეთ
ცვილი გამოიყენეთ. სპეციალური ცვილი ბზარებთან საბრძოლველად საუკეთესო გამოსავალია. ამ შემთხვევაში რბილი ცვილი გვჭირდება. თითქმის ნებისმიერ სამშენებლო მაღაზიაში იყიდება. პლასტილინს ჰგავს. სხვადასხვა ფერში გამოდის. ხელით ცოტა მუშაობა და ავეჯი ახალივით გახდება. ცვილის წასმამდე სამუშაო ადგილი კარგად უნდა გაწმინდოთ.
ავეჯის ბათქაში გამოიყენეთ. კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი ხეზე ბზარების გასაქრობად. საჭირო ფერის ბათქაში იპოვეთ, სამუშაო ადგილი გაწმინდეთ, ნარევი გააზავეთ, შემდეგ ცოტა საქმე დაგრჩებათ. გაშრობის შემდეგ ზუმფარის ქაღალდით ზედმეტი მოაშორეთ.
ეპოქსიდური პლასტილინი გამოიყენეთ. პლასტილინი თვითგამკვრივებადი და ორკომპონენტიანი შეიძლება იყოს. მეთოდი კარგია იმით, რომ ყველაზე სერიოზულ ბზარებსაც ავსებს. დაზიანებული ზედაპირი კარგად გაწმინდეთ, სანამ ნარევს წაუსვამთ. პლასტილინს გაშრობის შემდეგ ზემოდან ავეჯის შტრიხი გადაუსვით.
2. ბზარები ხელმისაწვდომი საშუალებებით მოაშორეთ
საცობი გამოიყენეთ. ხის სადგმელის დაყენება წლებით გამოცდილი მეთოდია. პრობლემა იმაშია, რომ მას ყოველთვის ვერ გამოიყენებთ, თუნდაც ბზარში მასთან ერთად ბევრი წებო ჩაასხათ.
ნახერხი და წებო გამოიყენეთ. კიდევ ერთი ტრადიციული „ხალხური“ მეთოდი ხეზე ბზარების გასაქრობად. პვა წებო, ნახერხი და სხვა მტვერი დაგჭირდებათ. აურიეთ ისე, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. ახლა დაზიანებული ადგილი ამ ნარევით ამოავსეთ. კარგად გაშრობის შემდეგ ყველაფერი ზედმეტი მოაშორეთ.
3. ნაკაწრები სპეციალური საშუალებებით მოაშორეთ
არაორეოლური ლაქი გამოიყენეთ. ასეთი საშუალება ხშირად სპრეის სახით იყიდება. ადვილად ისმება, სწრაფად შრება, ნაკაწრების უმეტესობას ხარისხიანად აშორებს. ერთადერთი სირთულე სიპრიალის დონის სწორად შერჩევაა. გამოყენების წინ ინსტრუქცია აუცილებლად წაიკითხეთ.
მინანქარი გამოიყენეთ. შესაფერისი მინანქრით თითქმის ნებისმიერ ნაკაწრს მოიშორებთ. მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ. ამისთვის სამშენებლო მაღაზიას ეწვიეთ. თუ ნაკაწრი ძალიან ღრმაა, მინანქრის გამოყენების წინ პრაიმერის ფენის წასმა მოგიწევთ.
მარკერი ან შტრიხი გამოიყენეთ. საუბარია არა საკანცელარიო მარკერზე, არამედ სპეციალურ სარესტავრაციო მარკერზე. ასეთი შეგიძლიათ სამშენებლო და ავეჯის მაღაზიებში იპოვოთ. წასმის შემდეგ ყველაფერი ზედმეტი ძველი ჩვრით მოაშორეთ.
4. ნაკაწრები ხელმისაწვდომი საშუალებებით მოაშორეთ
ნიგოზი გამოიყენეთ. დეფექტურ ადგილს გასუფთავებული ნიგოზი შეახეხეთ. მეთოდი გამოგადგებათ, როცა ნაკაწრის სწრაფად დამალვა გსურთ. რამდენიმე დღეში ნაკაწრის ადგილი კვლავ გაშიშვლდება.
ჩაი ან ყავა გამოიყენეთ. ლოგიკა ზუსტად ისეთია, როგორც ნიგვზის შემთხვევაში. ჩაის ან ყავის ნახარში აიღეთ და დაზიანებულ ადგილს წაუსვით. ხანგრძლივი ეფექტის იმედი არ გქონდეთ. თუ სამარცხვინო ადგილის სწრაფად დამალვა გსურთ, მეთოდი გამოგადგებათ.
WD-40 გამოიყენეთ. ნაკაწრებს ცნობილი საავტომობილი საშუალება WD-40 შეგიძლიათ წაუსვათ. დეფექტი არ გაქრება, მაგრამ ცოტა ხნით ნაკლებად შესამჩნევი გახდება. მეთოდი ყველაზე მოკრძალებული დაზიანების შემთხვევაში გამოგადგებათ.