ძველი ხრიკი, რომელიც ვედროს ტარებას აადვილებს

ვედროს მშენებლობასა და ბოსტანში გვერდს ვერ აუვლით. რაღაც სხვა, უფრო მოსახერხებელი და სრულყოფილი ჯერ არ გამოუგონიათ. ზოგჯერ მთელი დღე ამ ვედროების ტარებით ხელები მხრებამდე გვიბუჟდება (განსაკუთრებით ბეტონის ხელით გადაზიდვისას). დამნაშავე ვედროს მოუხერხებელი მავთულის სახელურია. Novate გასწავლით, როგორ მოაგვაროთ პრობლემა.

ქანჩის გასაღები

ვედრო უფრო კომფორტულად შეგიძლიათ ატაროთ. ამისთვის თითოეულ ვედროზე ქანჩის გასაღები (10×12, 12×14 ან 14×17) დაგჭირდებათ და მორჩა! ქანჩის გასაღების ხახები ვედროს სახელურის რკალს ქვემოდან მიაბჯინეთ. ასე დაჭერის არეალი გაიზრდება. ამ ხრიკით ცნობილი კონტეინერის გამოყენება გაგიადვილდებათ. ხელიც მთელი დარჩება, როგორც მოგეხსენებათ, ახალი ხელი არავის ეზრდება, ამიტომ ზრუნვა სჭირდება!

შლანგის/მილის ნაჭერი

მეორე მეთოდი უფრო კომფორტულია. 10-15 სმ რეზინის/პლასტმასის შლანგის ნაჭერი გადაჭერით. ცალ მხარეს სიგრძეზე გაჭერით და სახელურს ჩამოაცვით. იზოლენტა აუცილებლად შემოახვიეთ, რომ არ ამოვარდეს!

თუ უთხელეს პლასტმასის შლანგს იყენებთ, რამდენიმე ფენა გამოიყენეთ. 2–3 ერთნაირი ზომის ნაჭერი გამოჭერით და ვედროს სახელურზე ერთმანეთზე ჩამოაცვით. ასეთი შლანგის ერთი ფენა თხელია და ხელს გატკენთ. 2–3 ფენა უფრო რბილი და კომფორტულია.

კიდევ უკეთესია, თუ პვს მილის სახელურია. ისიც ერთ მხარეს სიგრძეზე უნდა ჩაჭრათ (სჯობს ლითონის საჭრელი გამოიყენოთ), სახელურს ჩამოაცვათ და იზოლენტით დააფიქსიროთ. მასალა მცირე დატვირთვაზე არ დეფორმირდება. პვს მილის სახელური ყველაზე მოსახერხებელია.

მოკლედ, ხელები დაიცავით და შრომა შეიმსუბუქეთ. დაღლილობა მზაკვრული რამაა და ზოგჯერ სხვადასხვა პატარა და გამაღიზიანებელი უსიამოვნებისგან გროვდება.