იატაკი იაფი საშუალებით გავწმინდე და ისე ბრწყინავს, თითქოს გავაპრიალე

თუ ჭუჭყიანი იატაკის პრობლემა გაწუხებთ, Novate ეფექტურ ხრიკს გიზიარებთ. უჩვეულოა, მაგრამ ლამინატზე ლაქებს კარგად უმკლავდება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხრიკი ყოველთვის მოქმედებს და სასარგებლოა.

აფთიაქში გლიცერინი შეიძინეთ. ნებისმიერი სარეცხი საშუალებაც დაგჭირდებათ. მაგალითად, თხევადი სარეცხი საპონი.

ხსნარი მოამზადეთ. 5 ლ წყალზე 1 ჩ/კ გლიცერინი და 2 ჩ/კ თხევადი სარეცხი საშუალება დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ამის შემდეგ იატაკის გაწმენდა დაიწყეთ.

გაწმენდის შემდეგ შეამჩნევთ, რომ იატაკი ბზინავს. სასიამოვნოა, რომ საშუალება ზოლებს არ ტოვებს.

დალაგების დრო მნიშვნელოვნად მცირდება და იატაკის წმენდა მარტივდება. ეს გლიცერინის ხარჯზე ხდება.

გლიცერინი იატაკს ბოლომდე არ შორდება. ზედაპირზე ერთგვარი ძალიან თხელი დამცავი ფენა რჩება. ლამინატი აბსოლუტურად სუფთა, ბზინვარე ხდება. ფეხშიშველაც რომ გაიაროთ, ლაქები არ დარჩება.

მეთოდი კარგია იმით, რომ მხოლოდ 2 ინგრედიენტი გჭირდებათ. ძალიან ხელმისაწვდომია. გლიცერინი ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ, ხოლო თხევადი სარეცხი საშუალება ნებისმიერ დიასახლისს თავის არსენალში აქვს.