
სახლში ზოგიერთი ნივთი გარანტიის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე იშლება, სხვები ათწლეულები გემსახურებათ, მაგრამ მათი გამოყენების ვადა მაინც შეზღუდულია. Novate გიამბობთ, რომელ ნივთებს უნდა დაემშვიდობოთ წელიწადში ერთხელ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ იდეალურ მდგომარეობაშია.
1. პლასტმასის ჭურჭელი
კვლევის თანახმად, საკვების კონტეინერებს, რომლებიც ფტალატებს და ბისფენოლ ა–ს არ შეიცავს, შეუძლიათ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ესტროგენის მსგავსი ქიმიური ნივთიერებები გამოყოს. მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის ბანალური გაცხელებისას შეიძლება გამოიყოს ტოქსინები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი, სიმსუქნე და სიმსივნეც. თუ კონტეინერს ბზარები აქვს, საფრთხის დონე იზრდება. ნეგატიური შედეგის თავიდან ასაცილებლად პლასტმასის ჭურჭელი 12 თვეში ერთხელ შეცვალეთ.
2. დანების ხის სადგამი
პატარა სამზარეულოში სამუშაო ზედაპირის ზომა საუკეთესოს სურვილს ტოვებს, ამიტომ სამზარეულოს ჭურჭლის შესაბამისი წესით და მოთხოვნებით განთავსება არ გამოდის. მაგალითად, დანების ხის სადგამი შეიძლება ნიჟარის გვერდით აღმოჩნდეს, რომ გარეცხილი ნივთი მაშინვე შეინახოთ. მსგავსი გადაწყვეტილება შეცდომაა. პირველ რიგში, სადგამში სითხის მუდმივი მოხვედრისას ხე შავდება. მეორეც, ჭრილში მოთავსებული სველი დანა ჯანმრთელობისთვის სახიფათო ობის სოკოს გაჩენას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, წესი 1: ყოველი გარეცხვის შემდეგ დანა კარგად გაამშრალეთ. წესი 2: ხის სადგამი წელიწადში ერთხელ გამოცვალეთ.
3. სამზარეულოს ხელთათმანი
ყველა დიასახლისს სამზარეულოს ხელთათმნის მიმართ საკუთარი მიდგომა აქვს. ზოგი აღმერთებს და თვლის, რო მის გარეშე სამზარეულოში ვერაფერს გააკეთებს. ზოგი მის ნაცვლად პირსახოცს იყენებს და ამით დისკომფორტს არ განიცდის. როგორც არ უნდა იყოს, ხელთათმანი ცხელ საგანთან ყოველი შეხებისას თანდათან ცვდება. მასალა ირეცხება, ისეთი გამძლე და თბოგამტარი არაა, როგორც თავიდან. ქსოვილის „ცვეთის“ გამო, რომელიც გარეგნულად ნორმალურად გამოიყურება, ნახვრეტები და ნაკაწრები არ აქვს, ერთხელ სიცხისგან ვეღარ დაგიცავთ.
გირჩევთ, რომ დამწვრობისგან დასაცავად სამზარეულოს ხელთათმანი გამოცვალოთ და მისი სავაჭრო გარეგნობის შეცვლას არ დაელოდოთ. კიდევ ერთი ვარიანტი: ჩვეული ბამბის ნიმუში ცეცხლგამძლე სილიკონის ხელთათმნით ჩაანაცვლეთ. ნაჭრის „მოძმისგან“ განსხვავებით სამზარეულოში წლები ერთგულად გემსახურებათ.
4. სამზარეულოს პირსახოცები
არიზონის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად სამზარეულოს პირსახოცი შეიძლება ნაწლავური ჩხირების ჯგუფის ბაქტერიების გამრავლების ადგილი იყოს. დროთა განმავლობაში ცხელ წყალსა და სარეცხ ფხვნილში რეგულარული რეცხვა მავნე პათოგენებს ვერ ანადგურებს. სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ დეზინფექციას შეუძლია. სხვა შემთხვევაში ტექსტილის ეკოლოგიურობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, რომ სამზარეულოს პირსახოცები ხშირად განაახლოთ. კარგია, რომ საკმაოდ ბიუჯეტურია და საფულეს ძლიერ არ ურტყამს.
5. სავარცხელი
ჯეიმი სტივენსი, ბრიტანელი ცნობილი სტილისტი, გირჩევთ, რომ წელიწადში მინიმუმ ერთხელ ახალი სავარცხელი შეიძინოთ და ძველი ჩაანაცვლოთ, ხოლო კვირაში ერთხელ საპნიანი წყლით გარეცხოთ. ამ წესების დაუცველობით კანის ცხიმი, თმის დასავარცხნი საშუალებების ნარჩენები სავარცხლის კბილებზე დაგროვდება. ასეთი სავარცხლის ყოველდღიური გამოყენება სკალპზე ცუდად აისახება, თან თავის დაბანა უფრო ხშირად მოგიწევთ. თმა მტვრევადი, უსიცოცხლო ხდება, ქერტლი, კანის ქავილი და თმის სხვა დაავადებები შეიძლება გაჩნდეს.
6. იოგის ხალიჩა
ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენია იოგის ხალიჩის გამოყენების ვადა. ყველაფერი დამოკიდებულია მასალის ხარისხზე, გამოყენების სიხშირესა და სხვა ფაქტორებზე. მის მდგომარეობს ყურადღება მიაქციეთ, რომ ახლის შეძენის მომენტი არ გამოგრჩეთ. მაგალითად, თუ ხალიჩა უფრო თხელი გახდა, უსიამოვნო სუნი აქვს, ზედმეტად სრიალებს და მიმზიდველობას კარგავს, ახლით თამამად ჩაანაცვლეთ. სპეციალისტები თვლიან, რომ პროფილაქტიკისთვის იოგის ხალიჩა წელიწადში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.
7. ლეიბისპირი
ყველამ იცის, რომ თეთრეული და ბალიშები რგულარულად უნდა განვაახლოთ. რას იტყვით ლეიბისპირზე, რომელიც ლეიბს მტვრის, ჭუჭყის, მიკრობების, მექანიკური ხახუნის, გაცხიმოვნებისა და ოფლის შეწოვისგან იცავს (ცნობილია, რომ ადამიანი ძილის დროს 200 მლ ოფლს და კანის ცხიმს გამოყოფს, ზაფხულში 2 ლიტრამდე)? რამდენად ხშირად უნდა გამოცვალოთ? ზოგიერთი კვლევით, ყოველი ადამიანი საშუალოდ კანის იმდენ მკვდარ უჯრედს იშორებს, რომ ნახევარი მილიონი მტვრის ტკიპა მარტივად დანაყრდებოდა. შემზარავი რიცხვია. გთავაზობთ, რომ ჯანმრთელობა არ გარისკოთ და საკუთარ ლოგინში ტკიპები არ გაამრავლოთ. ლეიბისპირი წელიწადში ერთხელ გამოცვალეთ. სხვათა შორის, ასე ლეიბის გამოყენების ვადასაც გაზრდით.
8. სანელებლები
დიახ, სანელებლებსაც რეგულარული გადახედვა სჭირდება. ერთი საქმეა, როცა რამდენიმე ყველაზე საჭირო სანელებელს ყიდულობთ და 1–2 თვე იყენებთ. სხვა საქმეა, როცა სამზარეულოში ბევრი სანელებელი გაქვთ, რომელთა არსებობა ხშირად გავიწყდებათ. ხმელი ბალახი, თესლი და დაფქული სანელებელი მხოლოდ 1 წელი შეგიძლიათ შეინახოთ. შემდეგ გემოს და არომატს კარგავს, ხოლო წარუმატებელ გარემოებაში ჯანმრთელობას აზიანებს, გულისრევას და გულძმარვას იწვევს.
9. ჩუსტები
ალბათ, ყველა ბინაში ჩუსტების მთელ კოლექციას იპოვით. ზოგს ოჯახის წევრები იცვამენ, სხვები სტუმრებისთვისაა. წლების განმავლობაში მათი შენახვა, სადარბაზოსა თუ ქუჩაში ჩუსტებით გასვლა, როგორც მინიმუმ, არაჰიგიენურია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩუსტებს არ რეცხავთ და რეგულარულად არ უვლით. ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაავადება, მაგალითად, სოკო. სწორედ ამიტომ, ნეგატიურ შედეგებს არ დაელოდოთ და ჩუსტი წელიწადში ერთხელ გამოცვალეთ. თუ სწრაფად იღრიცება, 6 თვეში ერთხელ გამოცვალეთ, რომ ტერფის დეფორმაცია არ გამოიწვიოს.
10. აბაზანის ფარდა
სააბაზანო ოთახის მოწესრიგებაში ხშირად სუფთა და ქათქათა უნიტაზს ან აბაზანას ვგულისხმობთ. არადა დეტალებზე ყურადღების მიქცევაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, საშხაპე ფარდის სისუფთავე. მუდმივი ტენიანობის გამო ფარდაზე ბაქტერიები გროვდება და მრავლდება, უმოქმედობის შემთხვევაში შეიძლება სოკო და ობი გაჩნდეს. როგორც პლასტმასის, ასევე ნაჭრის ფარდა საფრთხის ქვეშაა, ამიტომ ხშირად გარეცხეთ ან რეგულარულად გამოცვალეთ. ამ სიტუაციაში ერთი პლიუსია: მაღაზიები იმდენად მრავალფეროვან ფარდებს გვთავაზობს, რომ მისი გამოცვლა ხშირად გვსურს, რომ სააბაზანო ოთახს ახალი აქცენტი ხშირად შემატოთ.
11. წყლის ფილტრი
როცა ხელოსანი ონკანის ქვეშ წყლის ფილტრს ამონტაჟებს, მფლობელს მისი მომსახურების ვადის შესახებ უნდა შეატყობინოს. კატრიჯი 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ უნდა გამოცვალოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად იყენებთ. ამის გარეშე ფილტრი მუშაობას შეწყვეტს და უსუფთაო წყალს გაუცნობიერებლად დალევთ. რაც შეეხება საცმს ონკანზე, 4 თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ, ხოლო ფილტრი–დოქი – 2 თვეში ერთხელ.