იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 5 ძეგლი, რომელიც კაცობრიობამ შეიძლება მალე დაკარგოს

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სია კაცობრიობას უჩვენებს ბუნების, ისტორიის და არქიტექტურის უნიკალურ ძეგლებს, რომელთაც დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. სხვადასხვა მიზეზით ამის გაკეთება ყოველთვის შესაძლებელი არაა და ძეგლები, რომელთაც მსოფლიო საზოგადოება მფარველობს, შეიძლება ნებისმიერ წუთს განადგურდეს კლიმატის ცვლილებების, ინსპექტირების ორგანოების არაკომპეტენტურობის ან საომარი კონფლიქტების გამო. სწორედ ამიტომ, ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიას ადგენს, რომ, როგორც მინიმუმ, მიიზიდოს მათი ყურადღება, ვისაც მათი გადარჩენა შეუძლია. Novate გიამბობთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 5 ძეგლზე, რომელიც კაცობრიობამ შეიძლება მალე დაკარგოს.

1. კომოეს ეროვნული პარკი (კოტ–დ’ივუარში)

იუნესკომ კომოეს ეროვნული პარკი 2003 წელს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში შეიყვანა. მიზეზად დასახელდა სამოქალაქო არეულობის პოტენციური გავლენა, რომელიც დროდადრო თავს იჩენს, და მასობრივი ბრაკონიერობის და ეფექტური მართვის უქონლობის გამო დიდი ძუძუმწოვრების პოპულაციის შემცირება. 2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძეგლი იუნესკოს რეიტინგიდან ამოიღეს, რაც არ ადასტურებს, რომ პარკთან ვითარება დადებითი მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა.

2. პოტოსი (ბოლივია)

პოტოსი ბოლივიის ცნობილი ქალაქია, როგორც მინიმუმ, ორი ფაქტის გამო. პირველ რიგში, ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქების რეიტინგში ხშირად ხვდება და ზოგჯერ პირველ ადგილს იკავებს, რადგან ზღვის დონიდან 4824 მ–ზე მდებარეობს. მეორეც, იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაშია, სადაც 2014 წელს შეიყვანეს. მიზეზი სერო–რიკოს მთებში ვერცხლის მადნის მუდმივი მოპოვება გახდა. ეს ადგილი ძვირფასი ლითონით ძალიან მდიდარია.

3. კოროს პორტი (ვენესუელა)

1527 წელს დაარსებულ კოროს პორტს ისტორიული ღირებულება აქვს, რადგან ვენესუელაში ერთ–ერთი პირველი კოლონიური ქალაქია. სულ იქ 602 ისტორიული ნაგებობაა, ხოლო გასულ საუკუნეებში ასეთი მჭიდრო მშენებლობა იშვიათად გვხდება. იუნესკომ კოროც საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლების სიაში შეიყვანა, რადგან პორტის შეუსაბამო განვითარების და ქალაქის მთავრობის მიერ კონტროლის უქონლობის გამო ობიექტების ნაწილის დაკარგვის საფრთხე არსებობს.

4. შაჰრისაბზი (უზბეკეთი)

შაჰრისაბზის არქიტექტურული ძეგლები (ციტადელები და ციხე–სიმაგრის ნანგრევები) საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 2016 წელს მოხვდა. მიზეზი საკმაოდ საინტერესოა. საქმე იმაშია, რომ პოპულარულ ტურისტულ ღირშესანიშნაობაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება ისტორიული ობიექტის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვან და ნეგატიურ გავლენას ახდენს.

5. სანის ძველი ნაწილი (იემენი)

იემენის ქალაქის ეს ნაწილი თავისი არქიტექტურული და ისტორიული ძეგლებით ცნობილია. ამ ადგილის შესახებ ყველამ არ იცის, რადგან ღირშესანიშნაობა ტურისტებს შორის პოპულარული არაა. ამ უცნაური ტენდენციის მიზეზი არასტაბილური სიტუაცია და ხელისუფლებაა. ამ მიზეზით სანის ძველი ნაწილი 2015 წელს იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შევიდა. შესაბამისად, გამოყოფილია ცალკე ჯგუფი ძეგლებისთვის, რომელიც კაცობრიობამ შეიძლება ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური ვითარების გამო დაკარგოს.