შავი თვითხრახნი: რატომ სჯობს არ გამოიყენოთ

თუ ოდესმე ვინმეს სთხოვთ დაასახელოს ყველაზე პოპულარული თვითხრახნის ნაირსახეობა, სავარაუდოდ, შავი ფერის ლითონის ნაწარმს დაასახელებს. ყველა გამოცდილი ხელოსანი გეტყვით, რომ ასეთი სამაგრი სინამდვილეში საუკეთესო არაა. უფრო მეტიც, ზოგიერთ სიტუაციაში სჯობს საერთოდ არ გამოიყენოთ. Novate გიამბობთ, სად არის მუხთლობა.

შავ თვითხრახნს რამდენიმე უდავო უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, საკმაოდ იაფია, განსაკუთრებით სხვა მსგავს სამაგრებთან შედარებით. ფაქტიურად, ბაზარზე შავი თვითხრახნი ჩვეულებრივი ლურსმნის ფასად იყიდება. მეორეც, ხეში ზეთივით ჩადის, ყოველ შემთხვევაში პირველ გამოყენებაზე ასეა. მთავარი ირონია იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილეში შავი თვითხრახნი ხეზე სამუშაოდ რიგი მიზეზების გამო ნაკლებად გამოგადგებათ, თუმცა ამაზე მოგვიანებით გიამბობთ. მესამე უპირატესობა ისაა, რომ შავი თვითხრახნი გამძლე შეკვრას უზრუნველყოფს, თუნდაც არა ყველა მასალასთან.

ზემოთ მოცემული უპირატესობების გათვალისწინების მიუხედავად არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ შავ თვითხრახნს რიგი სერიოზული ნაკლოვანება აქვს. პირველ რიგში, ასეთი თვითხრახნი ძალიან მყიფეა და ადვილად იმტვრევა. ნებისმიერი მოხრა ან კონსტრუქციის გამრუდება თვითხრახნის დაზიანებას იწვევს. ასე დიდი მასის კონსტრუქციის დაფიქსირება შეუძლებელია. ასეთი თვითხრახნი ფანერთან, კომპოზიტთან და ნებისმიერ სხვა ხის მასალასთან თავს ცუდად ავლენს. მეორეც, შავი თვითხრახნის ქრონიკული დაავადებაა მყიფე ქუდი. თუ ფრთხილად არ იმოქმედებთ, ქუდი შეიძლება მოძვრეს. მესამეც, ოქსიდის ფირი, რომელიც ლითონს ფარავს, საიმედოობით და გამძლეობით არ გამოირჩევა. აგრესიული გარემოს ხანგრძლივი ზემოქმედებისას ადვილად ნადგურდება.

რისთვის შეიძლება გამოგადგეთ შავი თვითხრახნი? სინამდვილეში გამოყენების არეალი ფართო არაა. თაბაშირ მუყაოს გასამაგრებლად საუკეთესოა. კიდევ ერთი სფეროა სტრუქტურის „შავად“ აწყობა. მაგალითად, ასეთი თვითხრახნით შეგიძლიათ დროებითი ღობე გააკეთოთ. მძიმე ან ხანგრძლივი სტრუქტურის ასაწყობად ნაკლებად გამოგადგებათ.