ძველი სახლის ავტოფარეხი მყუდრო და მოდურ მეზონინიან ლოფტად გადააკეთეს

უფუნქციო შენობების/ოთახების ტრანსფორმაცია კრეატიულ დიზაინერებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, ბარსელონაში ახლახანს ძველი სახლის ცარიელი ავტოფარეხის რეკონსტრუქცია დასრულდა. ომის წლებში ავტოფარეხს თავშესაფრად იყენებდნენ, ხოლო ბოლო ათწლეულები მხოლოდ საწყობი იყო. სტუდიის NáBITO Architects დიზაინერებმა მიტოვებული შენობა თანამედროვე მეზონინიან ლოფტად გადააკეთეს.

თანამედროვე რეალობა ისეთია, რომ დიდი ქალაქის ყველა მაცხოვრებელი რეალური საცხოვრებლის შეძენის შესაძლებლობას ეძებს და მნიშვნელობა არ აქვს, თუ ადრე სხვენის, ბეღელის ან მიტოვებული ავტოფარეხის როლს ასრულებდა. მაგალითად, ბარსელონას ისტორიულ უბანში ძველი სახლის პირველი სართული ათწლეულების მანძილზე ცარიელი იყო, თუმცა თავიდან საწყობად იყენებდნენ, ხოლო სამოქალაქო ომის წლებში – თავშესაფრად. მოგვიანებით, ავტოფარეხად გადაკეთდა, რომელიც ისევ უსარგებლო ხარახურის საწყობად გადაიქცა. მიტოვებულ შენობას საკმაოდ შთამბეჭდავი ფართობი აქვს – 70 მ², ჭერის სიმაღლე 4 მეტრს აჭარბებს.

ქალაქის ერთ–ერთ ყველაზე წყნარ და მშვიდ უბანში ტერიტორიის ირაციონალურმა გამოყენებამ სტუდიის NáBITO Architects დიზაინერებს შთააგონა სპეციალური საცხოვრებლის შექმნა, სადაც ხმაურს და ქაოსს გაექცეოდნენ. „როცა ამ შენობაში პირველად აღმოვჩნდით, მივხვდით, რომ უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. მისი გადაკეთება შეიძლებოდა ადგილად, სადაც დროში გაყინული ინტერიერით მყუდრო და დაცული ატმოსფერო დაისადგურებდა. აქ, შეგიძლიათ დაიმალოთ, დაისვენოთ, პრობლემებისა და ქალაქის ხმაურისგან მოშორებით ისიამოვნოთ“ – გვიზიარებენ შთაბეჭდილებებს ეფექტური ტრანსფორმაციის პროექტის შემქმნელები.

„დროში გაყინულ ინტერიერზე“ საუბრისას გულისხმობენ, რომ გარდაქმნის პროცესში ყველა ნაპოვნ ნივთს და მასალას ახალი სიცოცხლეს შთაბერეს ისე, რომ შენობის ინდუსტრიული სტილი არ დარღვეულიყო. ეს შესანიშნავად მოახერხეს. LoVt3 Apartment ასე უწოდეს გადაკეთებულ ავტოფარეხს, სადაც მშვიდი  ატმოსფერო დაგხვდებათ. საცხოვრებლის გაფორმებაში გამოყენებულ თითოეულ დეტალში, აქსესუარში ჰარმონია სუფევს.

შენობას საკმაოდ დიდი ფართობი აქვს, ამიტომ დიზაინერებმა შეძლეს მისი დაყოფა ისეთ საცხოვრებელ ზონებად, რომ თანამედროვე ადამიანი თავს იგრძნობს ნაცნობ საყოფაცხოვრებო გარემოში, სადაც კომფორტული ცხოვრებისთვის ყველა პირობაა. პრიორიტეტში იყო მაქსიმალური გახსნილობა და ზონების დენადობა, რომლებიც ერთიდან მეორეში ჰარმონიულად გადადის, კედლებს ან დიდ ავეჯს არ ეჯახება.

Novate გთავაზოთ ყურადღება მიაქციოთ, როგორ ოსტატურად შეძლეს დიზაინერებმა ფართობის გაზრდა. სივრცის გასაფართოებლად და ღია განლაგების შესაქმნელად მეორე დონე გააკეთეს, სადაც საძინებელი მოათავსეს. ასე შენობის მნიშვნელოვნად გაზრდა მოახერხეს. ამას ხელს უწყობს მაღალი ჭერი და მასშტაბური შემინვა, რომელიც სივრცეს უფრო ჰაეროვანს და მოცულობითს ხდის.

გადაკეთების თავისებურებები: ავტოფარეხი მყარ ძველ სახლში მდებარეობს და სხვადასხვა დროს სხვადასხვა როლს ასრულებდა, ამიტომ აქ ინახებოდა საკმაოდ ბევრი სამშენებლო მასალა, დაწყებული ნატურალური აგურის ქვის კედლით და დამთავრებული ხის ჭერით, ფოლადის კარით, სპილენძის არხის მქონე ვენტილაციის სისტემით, ლითონის სახანძრო კიბით და ბევრი სხვა. ეს ყველაფერი შეაკეთეს და კვლავ გამოიყენეს, ოღონდ როგორც ექსკლუზიური ავეჯი, აქსესუარი. სხვათა შორის, დიზაინერებმა ძველი ნივთები თავად გარდაქმნეს და გადააკეთეს, ინტერიერის ნივთები/სპეციალური ნივთები შექმნეს.

თუ პირველ სართულზე საცხოვრებელი ზონების განაწილებაზე ვსაუბრობთ, ყველაზე ექსტრავაგანტული საშხაპეა. აქ, ჩვეულ განმარტოებას ვერ იგრძნობთ, რადგან მხოლოდ ორი კედელი აქვს. ის ნაწილი (უკანა კედელი), სადაც უნიტაზი მდებარეობს, ფარდით დაფარულია, დანარჩენში თავისუფლად გადაადგილება შეგიძლიათ. ამ ბინაში სამზარეულოდან ან მისაღებიდან საშხაპესა თუ სააბაზანო ზონაში თავისუფლად მოხვდებით ისე, რომ კარის გაღება/დახურვაზე არ შეწუხდებით.

მარტივი მისახვედრია, რომ მყუდრო მისაღები დიდ ფანჯარასთან გამოყოფილი არაა სამზარეულოს ან სასადილოს ზონიდან, რომელიც იქ შეგიძლიათ მოაწყოთ, სადაც გსურთ იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი საუზმობს, სადილობს ან ვახშმობს.

მთელი სივრცის ინტერიერი საკმაოდ ორგანული და ინდუსტრიულ სტილშია მოწყობილია, როგორც დიზაინერებმა თავიდანვე ჩაიფიქრეს. შეულესავი აგური და თეთრად გაღებილი ძველი დაფები ჭერზე, ბეტონის იატაკი, ღია მილები, ელექტროსადენები და სხვა საინჟინრო კომუნიკაციები, ფარდები უხეში ტომრისგან, მინიმალური ექსკლუზიური დეკორი – ეს ყველაფერი ბინას 70-იანი წლების მხატვრულ–ავანგარდული პერიოდის საცხოვრებლად აქცევს. ასეთი დიზაინი ყველაზე მეტად პოპულარული იყო ნიუ–იორკში, სადაც ინდუსტრიული სტილი და ლოფტის სივრცე მხოლოდ შემოქმედებით ხალხს შორის მოდის მწვერვალად ითვლებოდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საცხოვრებლის სივრცის დაყოფა ორ დონედ და ღია განლაგებად თანამედროვე არქიტექტორების და დიზაინერების საყვარელი მეთოდია.